წესები & პირობები

საფოსტო და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მომსახურების წესები და პირობები

ბოლო განახლება: 09 ივნისი 2026 წ.

შემსრულებელი: შპს „ANYWAY“ (შემდგომში — „კომპანია“ ან „ენივეიჯი“)

ვებ-გვერდი: www.anyway.ge

ცხელი ხაზი: 032 2 560 707

ელ-ფოსტა: info@anyway.ge

  1. ზოგადი პირობები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას და არეგულირებს ურთიერთობას შპს „ANYWAY“-სა და მომხმარებელს შორის.

1.2. კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი და უფასო.

1.3. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (ID), რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ამანათების იდენტიფიკაციისთვის.

1.4. კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად გაეცნო, გაიგო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.

1.5. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

1.6. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს წესებისა და პირობების განახლებულ ვერსიას.

  1. ტერმინები და განმარტებები

მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.

ამანათი / ტვირთი – ნებისმიერი ნივთი ან ნივთების ერთობლიობა, რომელიც გადაეცემა კომპანიას ტრანსპორტირებისთვის.

საწყობის მისამართი – კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული მისამართი უცხო ქვეყანაში.

დეკლარირება – მომხმარებლის მიერ პირად კაბინეტში ამანათის შესახებ ინფორმაციის შევსება.

რეალური წონა – ამანათის ფაქტობრივი წონა.

მოცულობითი წონა – ამანათის მოცულობიდან გამომდინარე გამოთვლილი წონა.

ტრანსპორტირების მიმართულება – საჰაერო (AWA), სახმელეთო (AWM) ან საზღვაო (AWK) ტრანსპორტირება.

საწყობში ასახვა – კომპანიის სისტემაში ამანათის ოფიციალური დაფიქსირება.

დეკლარირებული ღირებულება – მომხმარებლის მიერ პირად კაბინეტში მითითებული ნივთის ღირებულება. (მიეთითება მხოლოდ ჩინურ იუანში)

  1. პერსონალური მონაცემების დაცვა

3.1. კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.2. მომხმარებლის მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გაწევის, იდენტიფიკაციის, საბაჟო პროცედურების, კომუნიკაციისა და კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის.

3.3. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მონაცემები გადასცეს მესამე პირებს მხოლოდ:

ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) საბაჟო, სატრანსპორტო, საკურიერო ან ლოგისტიკური მომსახურების განხორციელების მიზნით;

გ) სახელმწიფო ორგანოების კანონიერ მოთხოვნის საფუძველზე.

3.4. კომპანია იღებს გონივრულ და შესაბამის ზომებს მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

  1. კომპანიის მისამართები და სამუშაო საათები

4.1. რუსთაველის ფილიალი

მისამართი: თბილისი, რომან მიმინოშვილის ქ. №6

სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00

შაბათი: 10:00 – 14:00

ამანათების გაცემა:

ორშაბათი – პარასკევი: 18:30-მდე

შაბათი: 13:30-მდე

4.2. გლდანის ფილიალი

მისამართი: თბილისი, მარატ ნოზაძის ქ. №12

დროებითი სამუშაო რეჟიმი:

01.06.2026 – 07.07.2026

ორშ-პარ: 18:00 – 20:00

4.3. ისნის საწყობი

მისამართი: თბილისი, გაბრიელ სალოსის I შესახვევი, ჩიხი №2

გაბარიტული ამანათების გაცემა ხორციელდება კომპანიის მიერ დადგენილი წესით და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

4.4. ჩინეთის საწყობი

სამუშაო საათები (ჩინეთის დროით):

09:00 – 18:00

ამანათების სისტემაში ასახვა:

09:00 – 16:30

შაბათი და კვირა – არასამუშაო დღე.

  1. ამანათის მიღება და საწყობში ასახვა

5.1. ამანათი კომპანიის მიერ მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც იგი ფიზიკურად დაფიქსირდება კომპანიის საწყობში და აისახება კომპანიის სისტემაში.

5.2. გამყიდველის, ონლაინ მაღაზიის ან მესამე მხარის მიერ მითითებული სტატუსი „Delivered“ ავტომატურად არ ნიშნავს კომპანიის მიერ ამანათის მიღებას.

5.3. ამანათის სისტემაში ასახვა, როგორც წესი, ხდება 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5.4. ამანათის ასახვის ვადა შესაძლოა გაიზარდოს შემდეგი გარემოებების არსებობისას:

  • საწყობის გადატვირთულობა;
  • არასრული ან არასწორი მისამართი;
  • ამანათის იდენტიფიკაციის სირთულე;
  • ტექნიკური ან ლოგისტიკური შეფერხებები;
  • ფორს-მაჟორული გარემოებები.

5.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ამანათების დროულ ასახვაზე, რომლებიც საწყობში ჩაბარებულია არასამუშაო საათებში.

5.6. ასეთი ამანათების მიღება და დამუშავება მოხდება საწყობის მომდევნო სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.7. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის მიერ მინიჭებული ID ნომრის და ტრანსპორტირების სწორად მითითება ამანათზე. ID ნომრის და მიმართულების არარსებობის ან არასწორად მითითების შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს ამანათის დაგვიანებულ იდენტიფიკაციასა და ასახვაზე.

 

  1. სავალდებულო დეკლარირება

6.1. მომხმარებელი ვალდებულია პირად კაბინეტში ასახული ამანათი სრულად და სწორად დაადეკლარიროს მისი ასახვიდან 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში.

6.2. დეკლარირებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს:

  • საქონლის ზუსტი დასახელება; აუცილებელია
  • რეალური ღირებულება; აუცილებელია
  • შეძენის წყარო (მაღაზია/გამყიდველი); აუცილებელია
  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს სისტემა.

6.3. მომხმარებლის მიერ არასწორი, არასრული ან მცდარი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.

6.4. არასწორი ან არასრული დეკლარირების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ ხარჯზე, საბაჟო გადასახადზე, ჯარიმაზე, დაყოვნებაზე ან სხვა სამართლებრივ შედეგზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

6.5. კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გადადოს ამანათის ტრანსპორტირება, თუ ამანათი არ არის დეკლარირებული ან დეკლარირებულია არასრულად.

6.6. მომხმარებლის მიერ დეკლარირებული ღირებულება წარმოადგენს კომპანიისთვის ოფიციალურ ინფორმაციას და გამოიყენება კომპენსაციის განხილვისას.

  1. ტრანსპორტირების მიმართულებები

7.1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტრანსპორტირების შემდეგ მიმართულებებს:

  • AWA – საჰაერო ტრანსპორტირება;
  • AWM – სახმელეთო ტრანსპორტირება;
  • AWK – საზღვაო ტრანსპორტირება.

7.2. მომხმარებელი ვალდებულია ამანათის გამოწერამდე სწორად განსაზღვროს სასურველი ტრანსპორტირების მიმართულება.

7.3. საწყობში უკვე მიღებული და სისტემაში ასახული ამანათის ტრანსპორტირების მიმართულების შეცვლა არ განხორციელდება.

7.4. კომპანია ამუშავებს ამანათს შეფუთვაზე მითითებული ტრანსპორტირების მიმართულების შესაბამისად.

7.5. მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული მიმართულებით გამოწვეული ნებისმიერი ხარჯი ან შეფერხება ეკისრება მომხმარებელს.

7.6. ტრანსპორტირების ვადები სამივე მიმართულებაზე წარმოადგენს საორიენტაციო პერიოდს და არ არის გარანტირებული.

7.7. კომპანია არ აგებს პასუხს ტრანსპორტირების ვადის გადაცილებაზე, თუ იგი გამოწვეულია:

  • საბაჟო პროცედურებით;
  • სატრანსპორტო შეფერხებებით;
  • ამინდის პირობებით;
  • სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებებით;
  • ფორს-მაჟორული გარემოებებით.
  1. ტარიფები და მოცულობითი წონა

8.1. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კომპანიის მიერ დადგენილი და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად.

8.2. ტარიფების შესახებ აქტუალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე: www.anyway.ge

8.3. მოცულობითი წონის გაანგარიშების კოეფიციენტებია:

  • საჰაერო ტრანსპორტირება – 1 მ³ = 167 კგ;
  • სახმელეთო ტრანსპორტირება – 1 მ³ = 250 კგ;
  • საზღვაო ტრანსპორტირება – 1 მ³ = 357 კგ.

8.4. საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება განისაზღვრება რეალური ან მოცულობითი წონის მაქსიმალური მაჩვენებლით. მინიმალური წონა 100 გრამი.

8.5. სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში ტარიფის დაანგარიშების წესი განისაზღვრება კომპანიის მოქმედი პირობებისა და აქციების შესაბამისად. სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში  25 კგ-მდე და 0.2 მ³ ამანათებზე ტარიფი ითვლება მხოლოდ რეალური წონით. მინიმალური წონა 100 გრამი.

8.6. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ტარიფები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ახალი ტარიფები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ახალი ტარიფი არ იმოქმედებს სისტემაში უკვე ასახულ ამანათებზე. 

  1. გადახდის წესი

9.1. მომხმარებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის გაცემამდე.

9.2. ამანათის გაცემა განხორციელდება მხოლოდ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.

9.3. ერთი ან რამდენიმე ამანათის დავალიანების არსებობის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს მომხმარებლის ყველა ამანათის გაცემა.

9.4. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურების გაგრძელებაზე, თუ მომხმარებელს გააჩნია ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულებები კომპანიის მიმართ.

9.5. ტრანსპორტირების საფასურის გადახდა შესაძლებელია კომპანიის მიერ განსაზღვრული გადახდის საშუალებებით. კომპანიის საიტზე, პირადი კაბინეტიდან ბალანსის შევსების გზით.

  1. აკრძალული და შეზღუდული ტვირთები

10.1. აკრძალულია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო რეგულაციებით ან გადამზიდავი კომპანიების წესებით.

10.2. აკრძალულ ტვირთებს მიეკუთვნება, თუმცა არ შემოიფარგლება:

  • იარაღი და მისი ნაწილები;
  • საბრძოლო მასალა;
  • ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • ფალსიფიცირებული/კონტრაფაქციული პროდუქცია;
  • ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი ნივთიერებები;
  • მედიკამენტები;
  • სხვა აკრძალული ან შეზღუდული კატეგორიის ტვირთები.

10.3. აკრძალული ან შეზღუდული ნივთის გამოვლენის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია:

  • შეაჩეროს ტრანსპორტირება;
  • უარი თქვას მომსახურებაზე;
  • გადასცეს ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10.4. აკრძალული ნივთის ტრანსპორტირების მცდელობის შედეგად წარმოშობილ ყველა ფინანსურ, ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად იღებს მომხმარებელი.

10.5. კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, ინვოისი, შეძენის დამადასტურებელი ინფორმაცია ან სხვა მონაცემები ტვირთის იდენტიფიკაციის მიზნით.

10.6. აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია არ არის ვალდებული აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯები.

 

  1. შეფუთვა, შემოწმება და დაზიანება

11.1. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამანათის სათანადო შეფუთვა მისი შიგთავსის სპეციფიკის გათვალისწინებით.

11.2. მსხვრევადი, ადვილად დაზიანებადი ან განსაკუთრებული მოპყრობის საჭიროების მქონე ნივთის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ.

11.3. კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადოდ შეფუთული ამანათის ან მასში არსებული ნივთის დაზიანებაზე.

11.4. კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს:

  • ამანათის აწონვა;
  • სკანირება;
  • ფოტოფიქსაცია;
  • ვიზუალური დათვალიერება;
  • ზომების გადამოწმება.

11.5. მომხმარებელი ვალდებულია ამანათის მიღებისას, ადგილზე გადაამოწმოს მისი მდგომარეობა.

11.6. დაზიანებული, გახსნილი ან საეჭვო მდგომარეობის მქონე ამანათის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის წარმომადგენელს და არ გაიტანოს ამანათი საკითხის გარკვევამდე.

11.7. ამანათის ფილიალიდან გატანის შემდეგ კომპანია არ აგებს პასუხს ამანათში არსებული პროდუქციის დაზიანებაზე, ნაკლზე ან დანაკლისზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.8. მსხვრევადი ნივთების ტრანსპორტირება ხორციელდება მომხმარებლის რისკით, თუ არ არის გამოყენებული შესაბამისი დამცავი შეფუთვა.

  1. საბაჟო პროცედურები

12.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია დეკლარირებული ინფორმაციის სისწორეზე.

12.2. ყველა საბაჟო პროცედურა სრულდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12.3. მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული ღირებულების, დასახელების ან სხვა ინფორმაციის შედეგად დაკისრებული ჯარიმები, გადასახადები და სხვა ხარჯები ეკისრება მომხმარებელს.

12.4. კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს:

  • ინვოისი;
  • პროდუქტის ბმული;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები.

12.5. ამანათი შესაძლებელია მოხვდეს საბაჟო კონტროლის ქვეშ, რაც არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას და არ ითვლება ტრანსპორტირების ვადის დარღვევად.

12.6. წითელ დერეფანში მოხვედრილი ამანათის/ამანათების გაცემა განხორციელდება მებაჟე ოფიცრის მიერ დეკლარაციის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

12.7. კომპანია არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

  1. ამანათის გაცემა

13.1. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13.2. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ამანათის გაცემაზე, თუ მომხმარებელი ვერ ადასტურებს საკუთარ ვინაობას.

13.3. ამანათი გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია გზავნილი.

13.4. მესამე პირზე ამანათის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში:

  • ამანათის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამანათის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13.5. კომპანია უფლებამოსილია დამატებით გადაამოწმოს ამანათის გამტანის უფლებამოსილება და საჭიროების შემთხვევაში უარი თქვას ამანათის გაცემაზე.

13.6. საკურიერო მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს სწორი საკონტაქტო ინფორმაციისა და მისამართის მითითება.

13.7. ამანათის გაცემის მომენტიდან მომხმარებელზე გადადის ამანათის ფლობასთან დაკავშირებული ყველა უფლება და პასუხისმგებლობა.

  1. ამანათის მიღების დადასტურება

14.1. ამანათის გაცემისას მომხმარებელი ვალდებულია ხელმოწერით დაადასტუროს ამანათის მიღება.

14.2. ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მიიღო შესაბამის რეისზე მის სახელზე რეგისტრირებული ყველა ამანათი.

14.3. ხელმოწერით დადასტურებული მიღების შემდეგ ამანათი ჩაითვლება სრულად და უპირობოდ გაცემულად.

14.4. ხელმოწერის შემდეგ ამანათის არმიღებასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ განიხილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

14.5. კომპანია უფლებამოსილია შეინახოს:

  • ხელმოწერის ფურცელი;
  • ელექტრონული ჩანაწერი;
  • ვიდეოჩანაწერი;
  • ფოტომასალა;
  • სხვა მტკიცებულებები,

ამანათის გაცემის ფაქტის დასადასტურებლად.

  1. შენახვის ვადები

15.1. ამანათის შენახვა უფასოა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

15.2. კომპანია უფლებამოსილია მომავალში დააწესოს დამატებითი შენახვის საფასური 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

15.3. აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე და შევა ძალაში გამოქვეყნებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის შემდეგ.

  1. დაკარგვა და ანაზღაურება

16.1. ამანათი დაკარგულად ჩაითვლება, თუ მისი ადგილმდებარეობა ვერ დადგინდება საწყობში ასახვიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

16.2. კომპენსაცია განიხილება მხოლოდ დეკლარირებული ამანათების შემთხვევაში.

16.3. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომხმარებლის მიერ დეკლარირებულ ღირებულებას.

16.4. თუ ტრანსპორტირების საფასური გადახდილია, კომპანია უფლებამოსილია დააბრუნოს გადახდილი ტრანსპორტირების საფასური.

16.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორად დეკლარირებული, დაუდეკლარირებელი ან აკრძალული ნივთების დაკარგვის შემთხვევაში.

16.6. კომპენსაციის საკითხი განიხილება მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. (მათ შორის ელექტრონულ ფოსტაზე)

 

 

  1. მომხმარებლის ქცევის სტანდარტები

17.1. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის თანამშრომლებთან, წარმომადგენლებთან და სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას საქმიანი და კორექტული კომუნიკაციის სტანდარტები.

17.2. დაუშვებელია:

  • შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, აგრესიული ან მუქარის შემცველი გამონათქვამების გამოყენება;
  • კომპანიის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება;
  • კომპანიის საქმიანობის ხელის შეშლა;
  • ცრუ, დაუზუსტებელი ან კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება;
  • სხვა საკურიერო, საექსპედიტორო ან კონკურენტი კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება კომპანიის პლატფორმებზე;
  • სოციალური ქსელების, კომენტარების, სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების არაკეთილსინდისიერი გამოყენება.

17.3. კომპანია იტოვებს უფლებას არ უპასუხოს შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შინაარსის კომუნიკაციას.

17.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე.

  1. მომსახურების შეწყვეტა

18.1. კომპანია უფლებამოსილია დროებით ან სრულად შეწყვიტოს მომხმარებლის მომსახურება შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი დეკლარირების შემთხვევაში;
  • წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
  • აკრძალული ნივთების ტრანსპორტირების მცდელობის შემთხვევაში;
  • კომპანიის ან მისი თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელი, აგრესიული ან მუქარის შემცველი ქცევის შემთხვევაში;
  • კომპანიის საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მცდელობის შემთხვევაში;
  • მომხმარებლის მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

18.2. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურების გაწევაზე ან შეწყვიტოს არსებული მომსახურება განმარტების გარეშე, თუ მომხმარებლის ქმედება ზიანს აყენებს კომპანიის საქმიანობას, თანამშრომლებს, მომხმარებლებს ან საქმიან რეპუტაციას.

18.3. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს კომპანიის მიმართ არსებული ფინანსური ან სხვა ვალდებულებებისგან.

18.4. კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება წესებისა და პირობების დარღვევა.

18.5. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურების გაწევაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ან დაკავშირებულნი არიან სხვა საკურიერო, საექსპედიტორო ან კონკურენტ კომპანიასთან, თუ აღნიშნული ქმნის ინტერესთა კონფლიქტის, კომერციული ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების ან კომპანიის საქმიანობისთვის ზიანის მიყენების რისკს.

18.6. კომპანია უფლებამოსილია თითოეული შემთხვევა განიხილოს ინდივიდუალურად და მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების გაწევის, შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

 

  1. ფორს-მაჟორი

19.1. კომპანია არ აგებს პასუხს მომსახურების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.

19.2. ფორს-მაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება, თუმცა არ შემოიფარგლება:

  • ომი;
  • სამხედრო მოქმედებები;
  • ტერორისტული აქტები;
  • სტიქიური უბედურებები;
  • ეპიდემიები და პანდემიები;
  • სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები;
  • საბაჟო კონტროლის გამკაცრება;
  • სატრანსპორტო შეზღუდვები;
  • ავიარეისების ან სატრანსპორტო მარშრუტების გაუქმება;
  • სხვა გარემოებები, რომლებიც არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს.

19.3. ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში კომპანიის ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი პერიოდით.

  1. საბოლოო დებულებები

20.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

20.2. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ იგი სრულად გაეცნო და დაეთანხმა მოცემულ წესებსა და პირობებს.

20.3. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში. რის შესახებაც ეცნობება სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს.

20.4. წესებისა და პირობების განახლებული ვერსია ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

20.5. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს წესებისა და პირობების მოქმედ ვერსიას.

20.6. კომპანიისა და მომხმარებლის შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

20.7. თუ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტი სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიჩნეული იქნება ბათილად, დანარჩენი პუნქტები ძალაში დარჩება.

20.8. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომპანიის მომსახურებით სარგებლობის ძირითად და სავალდებულო წესებს.

20.9. მომხმარებლის რეგისტრაცია, პირადი კაბინეტის გამოყენება, ამანათის დეკლარირება, ტრანსპორტირების შეკვეთა ან კომპანიის ნებისმიერი სერვისით სარგებლობა ითვლება მოცემულ წესებსა და პირობებზე სრულ და უპირობო თანხმობად.

21. მომხმარებლის უფლებები

21.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს სრული, ზუსტი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია კომპანიის მომსახურების, ტარიფების, ტრანსპორტირების პირობებისა და მოქმედი წესების შესახებ.

21.2. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ამანათის სტატუსის შესახებ კომპანიის ხელთ არსებული მონაცემების ფარგლებში.

21.3. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომპანიას შეკითხვით, განცხადებით, პრეტენზიით ან საჩივრით და მიიღოს შესაბამისი პასუხი გონივრულ ვადაში.

21.4. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო კომპანია ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში მიაწოდოს მის ხელთ არსებული ფაქტობრივი ინფორმაცია.

21.5. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ამანათი კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად.

21.6. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის საკითხის განხილვა წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

21.7. მომხმარებელს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, შენიშვნა, კრიტიკა ან უკმაყოფილება მომსახურებასთან დაკავშირებით, კორექტული და ეთიკური კომუნიკაციის ფარგლებში.

21.8. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით თანაბარ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

21.9. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

რეისები

რეისი: CH-100

ჩამოსვლის თარიღი: 23/11/2025

რეისი: CH-101

ჩამოსვლის თარიღი: 07/12/2025

რეისი: CH-102

ჩამოსვლის თარიღი: 01/01/2026

რეისი: CH-103

ჩამოსვლის თარიღი: 05/01/2026

რეისი: CH-104

ჩამოსვლის თარიღი: 26/11/2025

რეისი: CH-105

ჩამოსვლის თარიღი: 15/12/2025

რეისი: CH-106

ჩამოსვლის თარიღი: 20/12/2025

რეისი: CH-107

ჩამოსვლის თარიღი: 13/01/2026

რეისი: CH-108

ჩამოსვლის თარიღი: 27/12/2025

რეისი: CH-109

ჩამოსვლის თარიღი: 10/12/2025

რეისი: CH-110

ჩამოსვლის თარიღი: 30/12/2025

რეისი: CH-111

ჩამოსვლის თარიღი: 18/12/2025